| შესვლა |
![]() |
|
| დასაწყისიკატეგორიები |
|
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ბატონიშვილი![]()
ბიოგრაფიაიყო თეიმურაზ I-ის ვაჟი; ერეკლე I-ის მამა; ცოლად ჰყავდა კათალიკოს ევდემოზ დიასამიძის ძმისწული ელენე; 1626 წელს მას საუფლისწულოდ მუხრანი გადაეცა, მაგრამ 1638 წელს, თეიმურაზის ქართლიდან განდევნის შემდეგ, ეს სამფლობელო კვლავ მუხრანბატონებმა დაიბრუნეს; იგი მამასთან ერთად აქტიურად მონაწილეობდა კახეთის სამეფოს საშინაო და საგარეო პოლიტიკის წარმართვაში; ზოგჯერ მამას, თეიმურაზ I–ს ოპოზიციაში ედგა; 1648 წელს დაიღუპა ქიზიყში, სოფელ ძველ ანაგასთან, თეიმურაზსა და როსტომ–ხანის ჯარებს შორის გამართულ ბრძოლაში. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.279
|
| Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |

