შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ფირუზ კოჩობაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ახალციხე. დაამთავრა ქ. მოსკოვის კვების მრეწველობის ინსტიტუტი 1974 წელს. 1974-1976წწ. ბორჯომის ხორცისა და რძის კომბინატის, მუშა, ეკონომისტი, მთავარი ეკონომისტი; 1976-1977წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1977-1983წწ. ბორჯომის ხორცისა და რძის კომბინატი; 1983-1991წწ. ბორჯომის აგროსამრეწველო გაერთიანების განყოფილების უფროსი; 1991-2000წწ. ბორჯომის საყოფაცხოვრებო მომსახურების სამმართველოს უფროსი; 2000-2001წწ. შპს "ბიგი"; 2005-2008წ. სამცხე-ჯავახეთის მხარეში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული; საქართველოს მე-6 მოწვევევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით (2008). წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 215 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |