The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რომან კუსიანი

რომან კუსიანი
დაბადების თარიღი:9 აგვისტო, 1967  (56 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. საჩხერე.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ავტოსაგზაო ფაკულტეტი 1991 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სოხუმის ფილიალი, სპეციალობა სამართალმცოდნეობა 2004 წელს.

1984-1991წწ. მუშაობდა საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; 1986-1988წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1988-1991წწ. თბილისის ორჯონიკიძის რაიონის არასაუწყებო დაცვა; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ცენტრალური სამდივნოს რეგიონალური დეპარტამენტის ხელმძღვანელი; 1995-1999წწ. საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი"; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი: პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 221

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • პოლიტიკური პარტია "დემოკრატიული მოძრაობა-ერთიანი საქართველო", წევრი (2008-)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის თვითმმართველობის და რეგიონალური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1995-1999)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის გადასახადებისა და შემოსავლების კომიტეტი, წევრი (1999-2000)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტი, წევრი (1999-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "გაერთიანებული დემოკრატები", წევრი (2002-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დემოკრატები", წევრი (2002-2002)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", წევრი (1999-2001)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისია, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მოქალაქეთა კავშირის საჩხერის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1993-1994)
  • საქართველოს მწვანეთა საჩხერის რაიონული ორგანიზაცია, თავმჯდომარე (1991-1993)

გააზიარე: