The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიხეილ მალანია

მიხეილ მალანია
სხვა სახელი:ზაზა მალანია
დაბადების თარიღი:18 აპრილი, 1964
გარდაცვ. თარიღი:15 მარტი, 2007  (42 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიზნესმენი, ეკონომისტი, ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა ქუთაისის ნიკო მუსხელიშვილის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით სამკერვალო ნაკეთობათა ტექნოლოგია 1989 წელს; თბილისის ბიზნესისა და სამართლის საერთაშორისო უნივერსიტეტი საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1981-1982წწ. საქართველოს სსრ სოფლის მეურნეობის მშენებლობის სამინისტროს "საქსოფლმშენმონტაჟის" N10 ტრესტის სპეც. მოძრავ მექანიზირებული N3 რაზმის მე-2 თანრიგის ზეინკალი; 1982-1983წწ. სახღვინმრეწვის სპეც. სამონტაჟო უბანი, IV თანრიგის ზეინკალი; 1985-1986წწ. საქართველოს სსრ მსუბუქი მრეწველობის სამინისტრო, თბილისის შალის საქსოვი ფაბრიკა, ცვლის ოსტატი, უბანი N2; 1986-1987წწ. ცვლის ოსტატი, უბანი N3; 1987-1990წწ. უბნის ბრიგადირი; 1991-1999წწ. შ.პ.ს "ლარი" კომერსანტი; სააქციო საზოგადოება "პირამიდა", გენერალური დირექტორი; შ.პ.ს "ლექსორი", სააქციო საზოგადოება სამეცნიერო-სამრეწველო გაერთიანება "F-RASS", რეგიონალური მენეჯერი; 2000 წელს ასოციაცია "პარტნიორი", პრეზიდენტი. 2000-2004წწ. საქართველოს შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტრო, ინვალიდების სოციალური დაცვის სამმართველოს უფროსის მოადგილე; 2004-2007წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015. გვ.231

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2007)

გააზიარე: