The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით გარეჯელი

დაბადების თარიღი:15??
გარდაცვ. თარიღი:15??
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

ერთ-ერთი ასურელი მამა; საქართველოში მოსულა ქ. ანტიოქიიდან VI საუკუნის I ნახევარში და გარეჯის მრავალმთის სანახებში დაუარსებია მონასტერი(დავითგარეჯა), რომლის პირველი წინამძღვარი თვითონ ყოფილა; დავით გარეჯელის მოღვაწეობამ ხელი შეუწყო საქართველოში ქრისტიანული რელიგიის დაცვა-განმტკიცებას და ჯერ კიდევ შემორჩენილი წარმართი მოსახლეობის გაქრისტიანებას; დავით გარეჯელის ცხოვრება და მოღვაწეობა მისივე სიცოცხლის ახლო ხანებში აღუწერიათ, მაგრამ ამ თხზულებას ჩვენამდე არ მოუღწევია; ხელახლა შედგენილ "ცხოვრებათაგან" ცნობილია ორი რედაქცია: პირველი დაწერილია X საუკუნეში და ითვლება მოკლე რედაქციად, მეორე — XII საუკუნეში და ითვლება ვრცელ მეტაფრასტულ რედაქციად.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.285


გააზიარე: