The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანტონ გენათელი

Date of birth:15??
Date of death:15??
Category:Religious leader

Biography

ანტონ გენათელი იყო გელათის მთავარეპისკოპოსი XVI საუკუნის II ნახევარში. ადრე აწყურის ეპისკოპოსი(მაწყვერელი). აწყური დატოვა სამცხე–საათაბაგოში ოსმალთა მომძლავრებისა და ქრისტიანული ეკლესიის შევიწროვების გამო. იგი იძულებული გახდა იმერეთში გადასულიყო. ანტონ გენათელი მონაწილეობდა იმერეთის მეფის ბაგრატ III–ის მიერ  მოწვეულ საეკლესიო კრების მუშაობაში, ხელისმოწერით დაამტკიცა ამ კრებაზე შემუშავებული მკაცრი კანონები ტყვეთა სყიდვის და ზნეობრივ–ქრისტიანული წეს–ჩვეულებების დამრღვევთა წინააღმდეგ("კათალიკოსთა სამართალი"). გიორგი II–ის დროს, 1584 წელს ანტონ გენათელმა შეაკეთა და მოახატვინა გელათის ღვთისშობლის ტაძრის ჩრდილოეთის კარიბჭე, რომლის კედლებს დღესაც ამკობს იმდროინდელი ფრესკები და წარწერები. სამხრეთის კედლის ასომთავრულ წარწერაში იხსენიება ანტონ გენათელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169


Share: