შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ანტონ II (აღმოსავლეთ საქართველის კათალიკოს-პატრიარქი)![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. აღმოსავლეთ საქართველის კათალიკოს–პატრიარქი 1788–1811 წლებში. ერეკლე II–ისა და დარეჯან დედოფლის ძე. მიიღო კარგი საერო და სასულიერო განათლება. XVIII საუკუნის ბოლოს, რუსეთ–საქართველოს სამხედრო–პოლიტიკური კავშირის ჩამოყალიბების დროს, საეკლესიო ურთიერთობებს განსაკუთრებული ყურადღება მიექცა. გეორგიევსკის ტრაქტატის(1783) მომზადებისას ანტონ II რუსეთში გაემგზავრა. ცარსკოე სელოში, სასახლის ეკლესიაში ნინოწმინდის(კახეთი) ეპისკოპოსად აკურთხეს. დაუსწრებლად აკურთხეს აგრეთვე ალავერდის(კახეთი) ეპისკოპოსად. მალე გენერალ–ფელდმარშალმა გ. პოტიომკინმა ანტონ II პეტერბურგიდან სამხრეთში, თავის ბანაკში წაიყვანა. კათალიკოს–პატრიარქ ანტონ I–ის გარდაცვალების(1788) შემდეგ ანტონ II საქართველოს კათალიკოს–პატრიარქად აირჩიეს. იმპერატორმა პავლე I–მა ანტონ II ბრილიანტის ჯვრით შემკული თეთრი ბარტყულით დააჯილდოვა. საქართველოს რუსეთის იმპერიასთან შეერთების შემდეგ(1801) საქართველოს ეკლესია კავკასიაში რუსული პოლიტიკის დასაყრდენი გახდა. იმპერატორმა ალექსანდრე I–მა ანტონ II წმინდა ალექსანდრე ნეველის ორდენი უბოძა. ანტონ II–ს ბრალი დასდეს ქართული ტრადიციული სამართლის მიხედვით მიწისმფლობელობის წესის დარღვევაში. მას დაუპირისპირეს თბილისის მიტროპოლიტი არსენ თბილელი. 1810 წლის 3 ნოემბერს ანტონ II პეტერბურგში გაემგზავრა. 1811 წლის დასაწყისში რუსეთის მთავრობამ გააუქმა ქართული ეკლესიის ავტოკეფალია და იგი რუსეთის სინოდს დაუქვემდებარა. მალე ანტონ II აირჩიეს რუსეთის ეკლესიის საბჭოში(სინოდში). დააჯილდოვეს მწვანე ხავერდის მანტიით, წმინდა ანდრია პირველწოდებულის ორდენით. 1824 წელს საცხოვრებლად ნიჟნი–ნოვგოროდში გადავიდა. 2011 წლის 11 ივლისს საქართველოს საპატრიარქოს წმინდა სინოდის განჩინებით შეირაცხა წმინდანად მრავალვნებული ანტონ II-ის სახელით. მისი ხსენება დაწესდა 21 დეკემბერს(ახალი სტილით 3 იანვარი). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.169 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |