The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



არსენ მგელაძე

არსენ მგელაძე
დაბადების თარიღი:27 ნოემბერი, 1955
გარდაცვ. თარიღი:5 მაისი, 2016  (60 წლის ასაკში)
კატეგორია:პოლიტიკოსი, სოფლის მეურნეობის მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი დანდალო, ქედის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო სასწავლო-სამეცნიერო ინსტიტუტი 1984 წელს.

1984 წელს ქედის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანება, ტრანსპორტისა და მატერიალური მომარაგების ინჟინერი; 1984- 1985წწ. ქედის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანება, საკვებწარმოების აგრონომი, 1985-1986წწ. ქედის რაიონის ცხოველთა სანაშენე საქმის ზონის ინსპექტორი; 1986-1994წწ. ქედის რაიონის აგროსამრეწველო გაერთიანება, მთავარი ზოოტექნიკოსი; 1996-1998წწ. ქედის რაიონის გამგეობა, შრომის სოციალური დაცვისა და დასაქმების განყოფილების გამგე; 1998-2000წწ. ქედის რაიონის გამგეობა, გამგებლის მოადგილე; 2000-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №80 ქედის საარჩევნო ოლქიდან; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "დემოკრატიული აღორძინების კავშირი", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №80 ქედის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.246; ქედის მუნიციპალიტეტი • Keda Municipality: facebook.com

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • დემოკრატიული აღორძინების კავშირი, წევრი
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი საქართველო", წევრი (2000-2003)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის მთიანი რეგიონებისა და განსახლების კომიტეტი, წეცრი (2000-2004)
  • საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2001-2004)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2005-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "დამოუკიდებელი მაჟორიტარები", წევრი (2004-2007)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ჩვენი საქართველო", წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტი, წევრი (2004-2008)

გააზიარე: