The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნუგზარ მგელაძე

ნუგზარ მგელაძე
დაბადების თარიღი:29 აპრილი, 1958  (65 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ისტორიკოსი, მეცნიერი, პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბათუმი.

დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს, ასპირანტურა 1986 წელს.

1979 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებთა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1982 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ასპირანტი; 1986 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, დოქტორანტი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1991-1993წწ. აჭარის ავტონომიური ოლქის უზენაესი საბჭოს წევრი; 1993 წლიდან ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2006წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2006-2013წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი; 2009 წლიდან  ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ნათესაობის სისტემა აჭარაში(ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა), დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Формы социальной организации и система терминов родства в традиционной культуре грузинского народа (этнокультурные аспекты, историческая и локально-региональная специфика)", დაიცვა 1992 წელს.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.246; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2005)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2005)

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: