Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნუგზარ მგელაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. დაამთავრა ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1979 წელს, ასპირანტურა 1986 წელს. 1979 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებთა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, ლაბორანტი; 1982 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1983 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის, ასპირანტი; 1986 წელს ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი; უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი; 1988 წლიდან სსრკ მეცნიერებათა აკადემიის ისტორიის არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტი, დოქტორანტი; რუსეთის მეცნიერებათა აკადემიის ეთნოგრაფიისა და ანთროპოლოგიის ინსტიტუტის დოქტორანტი; 1991-1993წწ. აჭარის ავტონომიური ოლქის უზენაესი საბჭოს წევრი; 1993 წლიდან ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის წამყვანი მეცნიერ-თანამშრომელი; 2001 წლიდან ბათუმის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის სამეცნიერო ინფორმაციის განყოფილების გამგე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2005-2006წწ. ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორი; 2006-2013წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მრჩეველი; 2009 წლიდან ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოლოგიის დეპარტამენტის პროფესორი. საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სისხლის ნათესაობის სისტემა აჭარაში(ისტორიულ–ეთნოგრაფიული გამოკვლევა), დაიცვა 1986 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "Формы социальной организации и система терминов родства в традиционной культуре грузинского народа (этнокультурные аспекты, историческая и локально-региональная специфика)", დაიცვა 1992 წელს. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.246; ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი: bsu.edu.ge Member of Organizations
Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |