The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით დადიანი

დავით დადიანი
Date of birth:26 January, 1812
Date of death:30 August, 1853  (at 41 years)
Burial location:მარტვილის მონასტერი
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ჭაქვინჯი, ზუგდიდის რაიონი.

მიღებული ჰქონდა ევროპული აღზრდა-განათლება.

მამამ - ლევან V დადიანმა თავის სიცოცხლეშივე(1840 წლიდან) ჩააბარა სამთავროს გამგებლობა; 1829-1840წწ. მსახურობდა ლაიბგვარდიის კაზაკთა პოლკში, სადაც პოლკოვნიკის წოდება მიიღო; სამთავროს სათავეში ჩადგომისთანავე ცდილობდა სამთავროში მმართველობის ახალი სისტემის შემოღებას; ამ მიზნით ქვეყანა 8 მაზრად(ოლქად) დაყო და თითოეულ მათგანს სათავეში მდივან-ბეგი ჩაუყენა; მოხელეთა თანამდებობის მემკვიდრეობით გადაცემის ნაცვლად მათი დანიშვნა შემოიღო; მთავრის ტახტთან შექმნა სამდივნო მოხელეთა შტატით; თავად-აზნაურების ყმობისაგან გაათავისუფლა დაბალი სამღვდელოება; ზრუნავდა ვაჭრობისა და მრეწველობის განვითარებაზე; 1848 წელს მეაბრეშუმეობის განვითარების მიზნით სამეგრელოში მიიწვია ფრანგი როზმორდიუკი, რომელმაც ზუგდიდში გამართა აბრეშუმის საწარმო; მის დროსვე მოეწყო არყის სახდელი ქარხნები ზუგდიდსა და სალხინოში; დავით დადიანი მწიგნობრობის დიდი მოყვარული იყო; შეაგროვა ქართულ ხელნაწერ წიგნთა მდიდარი კოლექცია, რომელიც შემდეგ მისმა შვილმა ნიკო დადიანმა ქართველთა შორის წერა–კითხვის გამავრცელებელ საზოგადოებას გადასცა; რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.286

Awards and Honors

  • წმინდა სტანისლავის ორდენი
  • წმინდა ანას ორდენი
  • წმინდა ვლადიმირის ორდენი

Share: