The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.
The dictionary is supported by the National Library of Georgia.
The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.
კვირიკეს II-ს ძე; კახეთის მთავარი; ატარებდა ქორეპისკოპოსის ტიტულს; მნიშვნელოვანი ციხესიმაგრეები ჰქონდა ქართლშიც; ებრძოდა გაერთიანებული საქართველოს მეფე ბაგრატ III–ს, რომელიც კახეთ–ჰერეთის შემოერთებისათვის იღვწოდა; 1008 წელს იძულებული გახდა მრავალრიცხოვანი ჯარით კახეთზე გამოლაშქრებულ ბაგრატ III–თვის დაებრუნებინა ქართლის ციხეები(წირქვალი, გრუი); ამავე ლაშქრობის დროს ბაგრატ III–მ მოახერხა ჰერეთის დაპყრობა, მაგრამ როგორც კი მეფე გაბრუნდა, ჰერეთი განუდგა და დავითმა იგი კვლავ კახეთს შეუერთა.
წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.287