შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მერი ხაშბა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. სოხუმი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1961 წელს(თეორიულ–საკომპოზიციო). 1961 წლიდან ასწავლიდა მუსიკის ისტორიას სოხუმის სამუსიკო სასწავლებელსა და N1 მუსიკალურ სკოლაში; 1974 წლიდან იყო აფხაზეთის დ. გულიას სახელობის ენის, ლიტერატურისა და ისტორიის ინსტიტუტის ეთნოგრაფიისა და ხელოვნების განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; დაწერილი აქვს: წიგნები, ნაშრომები კრებულებად, სტატიები ჟურნალებსა და გაზეთებში; სისტემატიურად იღებდა მონაწილეობას რესპუბლიკურ და საერთაშორისო სამეცნიერო სესიებსა და კონფერენციებში; ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა – "აფხაზთა შრომის სიმღერები", დაიცვა 1972 წელს. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 486 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |