The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



აიკ მელტონიანი

აიკ მელტონიანი
დაბადების თარიღი:1 სექტემბერი, 1955  (68 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, თანამდებობის პირი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ნარდევანი, წალკის რაიონი.

დაამთავრა თბილისის საერო ინსტიტუტი "გაენათი", საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების სპეციალობით.

1973-1975წწ. საბჭოთა არმიის რიგებში სამსახური; 1976-1998წწ. ეწეოდა სამეურნეო საქმიანობას: 1976-1991წწ. ნარდევანის საბჭოთა მეურნეობა, მუშა, სამეურნეო ნაწილის გამგე; 1991-1998წწ. ნარდევანის მეურნეობა, დირექტორი; 1998-2002წწ. ნარდევანის საკრებულოს თავმჯდომარე; 2002-2004წწ. ნარდევანის საკრებულოს თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №25 წალკის საარჩევნო ოლქიდან.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: old.parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.249

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მემარჯვენე ოპოზიცია" (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "მრეწველები", წევრი (2006-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

გააზიარე: