The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსანდრე მენაბდე

ალექსანდრე მენაბდე
Date of birth:29 September, 1970  (53 years)
Category:Engineer, Politician

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ჰიდროტექნიკისა და სანტექნიკის ფაკულტეტი წყალმომარაგება და კანალიზაციის სპეციალობით 1992 წელს; თბილისის არქიტექტურისა და მშენებლობის ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი.

1992 წელს ფირმა "საქგვირაბმშენი", საინჟინრო მომზადების განყოფილება, მე–2 კატეგორიის ინჟინერი, პირველი კატეგორიის ინჟინერი, N17 მონაკვეთი, ხელოსანი; 1993 წელს საერთაშორისო საქმეთა სამმართველოს საბაჟო კონტროლისა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან დაკავშირებული ორგანიზაცია–დაწესებულებათა კონტროლის განყოფილების ინსპექტორი; 1994 წელს საპროექტო ინსტიტუტის "საქტურისტპროექტის" სანტექნიკურ განყოფილება, ჯგუფის ხელმძღვანელი; 1996 წელს საქართველოს ურბანიზაციისა და მშენებლობის სამინისტროს სახელმწიფო ლიცენზიების ცენტრი, სპეციალისტი; 2000 წელს შპს "გეიმი", მთავარი სპეციალისტი; 2004 წელს საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის მოქალაქეობის საკითხთა სახელმწიფო ჯილდოების და საპატიო წოდებების მინიჭების სამსახურის მთავარი მრჩეველი; ქ. თბილისის მერიის არქიტექტურისა და პერსპექტიული განვითარების საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.253

Member of Organizations

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2005-2008)

Share: