შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
კონსტანტინე ჩენგელია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კალდახვარა, გუდაუთის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1970 წელს. 1962–1965წწ. იყო სოხუმის სამუსიკო სასწავლებლის კონცერტმეისტერი, 1969–1973წწ. მუსიკის თეორიის საგნების პედაგოგი; 1964–1968წწ. გუდაუთის მუსიკალური სკოლის დირექტორი, 1968–1969წწ. ოჩამჩირის მუსიკალური სკოლის დირექტორი; 1969 წლიდან აფხაზეთის ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი; 1970 წლიდან აფხაზეთის ეთნოგრაფიული უხუცესთა გუნდის "ნართას" სამხატვრო ხელმძღვანელი; 1980 წლიდან აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სამეცნიერო–მეთოდური ცენტრის განყოფილების გამგე; დაწერილი აქვს: ვოკალურ–სიმფონიური და საორკესტრო ნაწარმოებები – "აფხაზური კაპრიჩიო" სიმებიანი ორკესტრისათვის(1967), "გმირი ხარაზია" კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1970), კანტატა სოლისტების, გუნდისა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1978); ავტორია 80–მდე სიმღერის. წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 489 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |