შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერი ჭკადუა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი კვიტოული, ოჩამჩირის რაიონი. დაამთავრა ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1977 წელს. 1977–1978წწ. იყო აფხაზეთის ხალხური შემოქმედების სახლის უფროსი მეთოდისტი, 1981 წლიდან აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სამეცნიერო–მეთოდური ცენტრის ფოლკლორის მეთოდისტი; დაწერილი აქვს: მუსიკალური ნაწარმოებები თეატრისათვის – "რიწა" ბალეტი 2 მოქმედებათ პროლოგითა და ეპილოგით(1978–1980წწ.); ნაწარმოებები ორკესტრისათვის – სკერცო კამერული ორკესტრისათვის(1976), "დილა მთებში" სიმფონიური სურათი(1976), კონცერტი ფორტეპიანოსა და სიმფონიური ორკესტრისათვის(1977); კამერულ–ინსტრუმენტული ნაწარმოებები – ორი მინიატურა სასულე ინსტრუმენტების კვარტეტისათვის(1972), სიმებიანი კვარტეტი(1973), პიესები ფორტეპიანოსათვის(1976); კამერულ–ვოკალური ნაწარმოებები – ორი რომანსი ბარიტონისა და კამერული ორკესტრისათვის(1975), სამი სიმღერა ხმისა და ფორტეპიანოსათვის(1975). წყარო: Композиторы и музыковеды грузии. – тб., 1984. - გვ. 496 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |