The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



გიორგი ანთაძე

გიორგი ანთაძე
დაბადების თარიღი:6 სექტემბერი, 1920
გარდაცვ. თარიღი:3 ნოემბერი, 1987  (67 წლის ასაკში)
კატეგორია:სპორტსმენი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ფოთი.

დაამთავრა საქართველის სასოფლო–სამეურნეო ინსტიტუტი 1956 წელს.

ფეხბურთის თამაში დაიწყო 1936 წელს ქალაქ ფოთში. თამაშობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გუნდში 1940 წელს. იყო არმიის რიგებში II მსოფლიო ომის დროს, 1941–1943 წლებში. 1943 წელს თამაშობდა სოხუმის "დინამოში". 1944 წლიდან იყო თბილისის "დინამოს" წევრი. ამ გუნდის შემადგენლობაში  სსრკ ჩემპიონატებზე ითამაშა 177 მატჩი. გატანილი აქვს 40 ბურთი. მონაწილეობდა 16 საერთაშორისო მატჩში(ორი სსრკ ნაკრების შემადგენლობაში, გაიტანა 3 ბურთი). მუშაობდა საქართველოს ოსტატთა გუნდების მწვრთნელად. იყო საქართველოს სპორტსახკომის ფეხბურთის სამმართველოს ოსტატთა გუნდების სახელმწიფო მწვრთნელი. 1951, 1952 წლებში 33 საუკეთესო ფეხბურთელთა შორის დასახელებული იყო  მესამე ნომრად. ფეხბურთელი, ნახევარმცველი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.156

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • სსრკ ნაკრები, წევრი
  • თბილისის "დინამოს" ნაკრები, წევრი

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1953 - ვერცხლის მედალი
  • 1951 - სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
  • 1951 - ვერცხლის მედალი
  • 1950 - ბრინჯაოს მედალი
  • 1950 - ბრინჯაოს მედალი
  • 1947 - ბრინჯაოს მედალი
  • 1946 - სსრკ თასის ფინალისტი
  • 1946 - ბრინჯაოს მედალი

გააზიარე: