The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დოდო ანთაძე

დოდო ანთაძე
ოფიციალური სახელი:ისაკ ანთაძე
დაბადების თარიღი:10 ოქტომბერი, 1900
გარდაცვ. თარიღი:18 აპრილი, 1978  (77 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონი, თბილისი
კატეგორია:რეჟისორი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ვარძია, ხარაგაულის რაიონი.

1919–1920 წლებში სწავლობდა თბილისის გ. ჯაბადარის თეატრალურ სტუდიაში. 1921–1925 წლებში იყო შოთა რუსთაველის სახელობის თეატრში რეჟისორის თანაშემწე, 1925 წლიდან რეჟისორი. 1927–1928 წლებში მუშაობდა თბილისის მუშათა თეატრში. 1928 წლიდან იყო თბილისის მოზარდ მაყურებელთა თეატრის ქართული თეატრის ხელმძღვანელი. იმავე წლიდან აქტიურ მონაწილეობას იღებდა ქუთაისში მეორე სახელმწიფო დრამის თეატრის(ახლანდელი კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრი) შექმნაში. 1928–1933 წლებში იყო ამ თეატრის რეჟისორი და მარჯანიშვილისეული დადგმების თანაავტორი. 1933–1938 წლებში იყო თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრის, 1938–1952 წლებში ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის თეატრის დირექტორი და სამხატვრო ხელმძრვანელი, 1952–1957 წლებში თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული დრამატული თეატრის, 1957–1962 წლებში თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის თეატრის დირექტორი. 1974 წლიდან იყო საქართველოს ხალხური შემოქმედების სახლის დირექტორი. მნიშვნელოვანი დადგმები და სპექტაკლები:  პ. კაკაბაძის "მიწისძვრა"(1925), გ. ბააზოვის "მუნჯები ალაპარაკდნენ"(1932), "იცკა რიჟინაშვილის"(1937), შ. დადიანის "ნინოშვილის გურია" (1934),  "გუშინდელნი"(1939), ა. აფინოგენოვის "შორეული"(1936), ვ. გაბესკირიას "მათი ამბავი"(1939), უ. შექსპირის "ოტელო" (1939),  "მეფე ლირი"(1941), ა. სუხოვო-კობილონის "კრეჩინსკის ქორწინება"(1944), ფ. შილერის "ყაჩაღები"(1948), ნ. გოგოლის "რევიზორი"(1952), ს. შანშიაშვილის "ხევისბერი გოჩა"(1957) და სხვ. დოდო ანთაძე სპექტაკლების დგამდა სომხეთში, ქალაქ  გიუმრის თეატრში. მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები. ქართული თეატრალური მოღვაწე. თანამედროვე ქართული თეატრის ერთ–ერთი ფუძემდებელი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.156; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.169

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს თეატრალური საზოგადოება, თავმჯდომარე (1962-1974)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1971 - სსრკ სახალხო არტისტი
  • 1940 - საქართველოს სახალხო არტისტი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: