შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მიხეილ მენთეშაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიოლოგიის ფაკულტეტი 1984 წელს. 1984-1988წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასპირანტი; 1984-1989წწ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ციტოლოგიის კათედრის ლაბორანტი; 1989-1996წწ. ციტოლოგიის კათედრის ასისტენტი; 1994-1995წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის ცენტრალური აპარატის ანალიტიკური განყოფილების უფროსი; 1995-1996წწ. საქართველოს მოქალაქეთა კავშირის მთაწმინდის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე, თბილისის საქალაქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი; 1996-1997წწ. საქართველოს პარლამენტის პრესის და ინფორმაციის დეპარტამენტის უფროსი; 1997 წელს საქართველოს მოქალაქეთა კავშირის თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარე; 1997-2001წწ. საქართველოს სათბობ-ენერგეტიკის მინისტრის მოადგილე; 2001-2004წწ. შპს "ჩირაღდანის" ექსპერტ-კონსულტანტი, კავკასიის რეგიონალური-ეკოლოგიური ცენტრის საკონსულტაციო საბჭოს წევრი; 2002-2004წწ. პარტია "გაერთიანებული დემოკრატების" საბურთალოს რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.252 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |