The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ანთაძე

ვლადიმერ ანთაძე
დაბადების თარიღი:5 მაისი, 1898
გარდაცვ. თარიღი:15 თებერვალი, 1992  (93 წლის ასაკში)
კატეგორია:ბიოლოგი, ექიმი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი ჯურუყვეთი, ლანჩხუთის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტი.

1937–1974 წლებში იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიკრობიოლოგიის, ვირუსოლოგიისა და იმუნოლოგიის კათედრის ხელმძღვანელი. 1974–1986 წლებში ამ კათედრის პროფესორ–კონსულტანტი. 1944–1960 წლებში თბილისის ვაქცინებისა და შრატების ინსტიტუტის დირექტორის მოადგილე სამეცნიერო ნაწილში, 1960–1973 წლებში კონსულტანტი. იკვლევდა სამხარეო ინფექციურ სნეულებათა ეტიოლოგიის, ეპიდემიოლოგიის, იმუნოლოგიისა და ბაქტერიოფაგიის საკითხებს. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1940), პროფესორი (1940), მიკრობიოლოგი.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.157; ქართული საბჭოთა ენციკლოპედია - თბ., 1975, ტ. 1, გვ. 457 

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, თავმჯდომარე (1944-1987)
  • სსრკ ი. მეჩნიკოვის სახელობის ეპიდემიოლოგთა, მიკრობიოლოგთა და ინფექციონისტთა საზოგადოება, საპატიო წევრი (1958-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 1957 - საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე

ბიბლიოგრაფია

  • ბრუცელოზი : ეპიდემიოლოგიური ნარკვევი (ავტორი). - თბილისი, საქმედგამი, 1947. - 210გვ.

გააზიარე: