The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ალექსანდრე მირზაშვილი

ალექსანდრე მირზაშვილი
დაბადების თარიღი:27 ივნისი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:ინჟინერი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სატრანსპორტო ფაკულტეტი სპეციალობით- რკინიგზის მშენებლობა, ლიანდაგი და სალიანდაგო მეურნეობა 1982 წელს.

1982–1987წწ. რკინიგზის მე–5 საამშენებლო სამმართველო, ბრიგადირი, ოსტატი, სამუშაოთა მწარმოებელი; 1983-1986წწ. რკინიგზის მე-5 სამშენებლო სამმართველოს მშენებლობის ოსტატი; 1986-1987წწ. რკინიგზის მე-5 სამშენებლო სამმართველოს სამუშაოთა მწარმოებელი; 1987–1997წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს ტრესტი N13 სამშენებლო სამრეწველო კომბინატის ბეტონის კვანძი N3-ის ოსტატი; 1997-2007წწ. შპს "კომბინატი N13"-ის პოლიგონის ოსტატი; 2007-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ.258

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2007-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2007-2008)

გააზიარე: