The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



რევაზ მიქაძე

რევაზ მიქაძე
დაბადების თარიღი:21 აგვისტო, 1962  (61 წლის)
კატეგორია:პოლიტიკოსი, ხელოვნების მუშაკი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. აბაშა.

დაამთავრა თბილისის საესტრადო და საცირკო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი სპეციალობით ესტრადისა და ცირკის მსახიობი 1985 წელს.

1980-1982წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1985-1986წწ. აბაშა, სოფელი გულეხეთა, კლუბის გამგე; 1986 წელს აბაშა, სოფელი ძველი აბაშა, კლუბის გამგე; 1986-1990წწ. აბაშის რაიონის კულტურის სახლის ინსტრუქტორი; 1990-1993წწ. აბაშის რაიონის კულტურის სახლის სამხატვრო ხელმძღვანელი; 1993-1994წწ. აბაშის რაიონის კულტურის სახლის დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ.

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

გააზიარე: