შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჰამლეტ მოვსესიანი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი გომანი, ახალქალაქის რაიონი. დაამთავრა ერევნის კარლ მარქსის სახელობის პოლიტექნიკური ინსტიტუტი სპეციალობით საწარმოო და სამოქალაქო მშენებლობა 1980 წელს; კიროვოკანის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტი სპეციალობით საერთო ტექნიკური დისციპლინები და შრომა. 1973-1976წწ. ფილიპოკის რვაწლიანი სკოლა, მასწავლებელი; 1976-1986წწ. ოლავერდის საშუალო სკოლა, მასწავლებელი; 1986-1996წწ. N174 პროფესიული ტექნიკური სასწავლებელი, დირექტორის მოადგილე; 1996-1999წწ. ზაკის სასოფლო საკრებულოს თავმჯდომარე; 1999-2004წწ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს მოქალაქეთა კავშირი", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბურჯანაძე - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №40 ახალქალაქის საარჩევნო ოლქიდან; 2010-2017წწ. ქ. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 261 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |