შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ქემალ მურადხანოვი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ნ. მ. შვერნიკის სახელობის უმაღლესი სკოლა 1990 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალი სპეციალობით საერთაშორისი სამართალი. 1971-1986წწ. ტრესტ "მშენტრანსის" ავტობაზა, მეხუთე თანრიგის ავტოზეინკალი, უფროსი ტექნიკოსი, სატვირთო გადაზიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1986-1991წწ. ამიერკავკასიის სამშენებლო სამმართველოს პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური კომიტეტის აპარატში სექტორის გამგე, უფროსი რეფერენტი; 1991 წელს საქართველოს მთავრობის სოც. მართვის ცენტრთან არსებული ფირმა "ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე, უფროსი რეფერენტი; 1992-1995წწ. ტოლიატის გაერთიანება "ავტოვაზის" დირექტორის მოადგილე; 1994-1996წწ. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ქ. ბაქო); 1996-1998წწ. სახ. ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტის" ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კომპანია "Company gold cup contracts LTD"" გენერალური დირექტორი; 2000-2001წწ. შპს სახ-კომპანია "საქნავთობპროდუქტი", გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |