The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ქემალ მურადხანოვი

ქემალ მურადხანოვი
ოფიციალური სახელი:კამალ მურადხანოვი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1950  (73 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა მოსკოვის ნ. მ. შვერნიკის სახელობის უმაღლესი სკოლა 1990 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქვემო ქართლის ფილიალი სპეციალობით საერთაშორისი სამართალი.

1971-1986წწ. ტრესტ "მშენტრანსის" ავტობაზა, მეხუთე თანრიგის ავტოზეინკალი, უფროსი ტექნიკოსი, სატვირთო გადაზიდვების განყოფილების უფროსის მოადგილე; 1986-1991წწ. ამიერკავკასიის სამშენებლო სამმართველოს პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარე, რესპუბლიკური კომიტეტის აპარატში სექტორის გამგე, უფროსი რეფერენტი; 1991 წელს საქართველოს მთავრობის სოც. მართვის ცენტრთან არსებული ფირმა "ჯორჯიას" გენერალური დირექტორის მოადგილე, უფროსი რეფერენტი; 1992-1995წწ. ტოლიატის გაერთიანება "ავტოვაზის" დირექტორის მოადგილე; 1994-1996წწ. საქართველოს სავაჭრო-ეკონომიკური წარმომადგენელი აზერბაიჯანის რესპუბლიკაში (ქ. ბაქო); 1996-1998წწ. სახ. ჰოლდინგური კომპანია "საქნავთობპროდუქტის" ვიცე-პრეზიდენტი, გენერალური დირექტორის მოადგილე; 1998-2000წწ. კომპანია "Company gold cup contracts LTD"" გენერალური დირექტორი; 2000-2001წწ. შპს სახ-კომპანია "საქნავთობპროდუქტი", გენერალური დირექტორი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 265

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2004-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2008)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • ღირსების ორდენი

გააზიარე: