The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ელიზბარ დავითიშვილი

დაბადების თარიღი:16??
გარდაცვ. თარიღი:16??
კატეგორია:დიდგვაროვანი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

XVII საუკუნის შუა წლების პოლიტიკური მოღვაწე; ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოების დავითიშვილების – სათავადოს ერთ–ერთი აქტიური წარმომადგენელი; ფლობდა ქართლის სამეფოს ბოქაულთუხუცესის სახელოს; დავით დავითიშვილის გარდაცვალების(1635-1637) შემდეგ იყო დავითიშვილების ფეოდალური სახლის მეთაური, როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებების მტკიცე მოწინააღმდეგე, მეფის ელჩი ირანის შაჰის კარზე(ნ. ციციშვილის აჯანყების შემდეგ დატყვევებული ჩხეიძეები ირანში მისი მეშვეობით გაიგზავნა); მან მეფის უშვილობის გამო ლუარსაბ ბატონიშვილი ირანიდან ჩამოიყვანა და ქართლის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა; ამ მისიის დროს როსტომ შაჰის მიერ ბოძებული ხალათიც ჩამოუტანა; თეიმურაზ I–ის დამარცხებისა და მისი ძის დავით(დათუნა) ბატონიშვილის დაღუპვის შემდეგ ბატონიშვილისა და სხვა დახოცილ თავად–აზნაურთა თავები, თეიმურაზ მეფის დროშასთან ერთად, ირანის შაჰს მიართვა; მას ირანში მოღვაწეობის გამო სათანადო პატივიც მოუპოვებია; ირანის შაჰმა განჯაში სამფლობელოდ სამი სოფელი უბოძა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.290


გააზიარე: