Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ელიზბარ დავითიშვილი![]()
BiographyXVII საუკუნის შუა წლების პოლიტიკური მოღვაწე; ბაგრატიონთა სამეფო სახლის საგვარეულო განშტოების დავითიშვილების – სათავადოს ერთ–ერთი აქტიური წარმომადგენელი; ფლობდა ქართლის სამეფოს ბოქაულთუხუცესის სახელოს; დავით დავითიშვილის გარდაცვალების(1635-1637) შემდეგ იყო დავითიშვილების ფეოდალური სახლის მეთაური, როსტომ მეფის წინააღმდეგ მოწყობილი აჯანყებების მტკიცე მოწინააღმდეგე, მეფის ელჩი ირანის შაჰის კარზე(ნ. ციციშვილის აჯანყების შემდეგ დატყვევებული ჩხეიძეები ირანში მისი მეშვეობით გაიგზავნა); მან მეფის უშვილობის გამო ლუარსაბ ბატონიშვილი ირანიდან ჩამოიყვანა და ქართლის ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა; ამ მისიის დროს როსტომ შაჰის მიერ ბოძებული ხალათიც ჩამოუტანა; თეიმურაზ I–ის დამარცხებისა და მისი ძის დავით(დათუნა) ბატონიშვილის დაღუპვის შემდეგ ბატონიშვილისა და სხვა დახოცილ თავად–აზნაურთა თავები, თეიმურაზ მეფის დროშასთან ერთად, ირანის შაჰს მიართვა; მას ირანში მოღვაწეობის გამო სათანადო პატივიც მოუპოვებია; ირანის შაჰმა განჯაში სამფლობელოდ სამი სოფელი უბოძა. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.290
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |