შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მაია ნადირაძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფსიქოლოგიის ფაკულტეტი 1983 წელს. 1984-1985წწ. საკავშირო მნიშვნელობის ტექნიკური ესთეტიკის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტის უმცროსი მეცნიერ-თანამშრომელი (საქართველოს ფილიალი); 1985-1987წწ. დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტის უფროსი ლაბორანტი; 1986-1990წწ. თბილისის 53-ე საშუალო სკოლის პედაგოგი; 1991-1999წწ. საქართველოს განათლების სამინისტროს გამოყენებითი ფსიქოლოგიის რესპუბლიკური სამეცნიერო ცენტრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1999-2004წ. საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "საქართველოს აღორძინება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2009-2015წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ კომისიის წევრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; kvirispalitra.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 269 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |