The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით (რექტორი)

ოფიციალური სახელი:დავით მესხიშვილი
სხვა სახელი:დავით ალექსიშვილი
ცუკია ფილოსოფოსი  (შეცვლილი სახელი)
დაბადების თარიღი:1745
გარდაცვ. თარიღი:1824  (79 წლის ასაკში)
დაკრძალვის ადგილი:მთაწმინდის მამა დავითის ეკლესია, თბილისი (საფლავი ამჟამად დაკარგულია)
კატეგორია:კალიგრაფი, მეცნიერი, პედაგოგი, ფილოსოფოსი

ბიოგრაფია

დაამთავრა თბილისის სემინარია დაახლოებით 1764-1765წწ.

70-იანი წლების ბოლოსა და 80-იანი წლების დასაწყისში იყო ერეკლე II–ის კარზე მდივან-მწიგნობარი და გაიოზ რექტორთან ერთად ხელმძღვანელობდა განათლების საქმეს; 1783 წელს გაიოზ რექტორის რუსეთში გამგზავრების შემდეგ იყო თელავის სემინარიაში ჯერ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი, 1790 წლიდან სემინარიის გაუქმებამდე (1801) კი მისი რექტორი; ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; სემინარიაში ასწავლიდა გრამატიკას, თეორიულ ფიზიკას, ეთიკას, მაგრამ ოფიციალური სასწავლო გეგმები არ აკმაყოფილებდა და ფართოდ გაშალა საგანმანათლებლო მუშაობა - სემინარიაში დააარსა ლიტერატურული-შემოქმედებითი წრე; ავტორია მრავალი სახელმძღვანელოსი – "არითმეტიკა", "სწავლანი ოთხნაწილედნი", "ქართული წერის დედნები"; მეფე გიორგი XII–ის დავალებით დავით რექტორს შეუმოწმებია ნათლისმცემლის, კალოუბნის, სიონის, ქაშვეთის, მცხეთისა და ანჩისხატის სკოლები; მან შეადგინა ხელნაწერთა სია, რომელიც ცნობილია 1810 წლის კატალოგის სახელწოდებით; მასვე ეკუთვნის მეორე ბიბლიოგრაფიული ნაშრომი – "ძველთა ქართველთა მთარგმნელთათვის", სადაც თავმოყრილია ცნობები ძველი ქართველი მწერლებსა და მთარგმნელებზე; დავით რექტორი ეწეოდა ლექსიკოგრაფიულ მუშაობასაც; განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სულხან–საბა ორბელიანის ლექსიკონის კომენტარები (დაზუსტებულია ცალკეული სიტყვების მნიშვნელობა, ზოგჯერ კი დამატებულია ახალი სიტყვები თავისი განმარტებით); დავით რექტორის პოეტურ მემკვიდრეობაში შეიმჩნევა ფრანგ განმანათებელთა იდეების კვალი და ანტონ I-ის  სქოლასტიკური სკოლის გავლენა; იყო დახვეწილი  კალიგრაფი; მის მიერ გადაწერილ მრავალრიცხოვან ხელნაწერთაგან აღსანიშნავია ქართული სიტყვაკაზმული მწერლობის ორტომიანი ანთოლოგია (ხელნაწერი S-1511, 1512, კ. კეკელიძის სახელობის ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.291; ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ. 835

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: