შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
დავით ნამგალაური![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსტეტის საავტომობილო მეურნეობის ფაკულტეტი, საავტომობილო ტრანსპორტის ინჟინერ-მექანიკოსის სპეციალობით 2000 წელს; ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსტეტის იურიდიული ფაკულტეტი სამართალმცოდნეობის სპეციალობით 2004 წელს. 2000-2003წწ. თბილისის საბურთალოს გამგეობა, ახალგაზრდობის საქმეთა სახელმწიფო დეპარტამენტის რაიონული განყოფილების მთავარი სპეციალისტი; 2004 წელს მცხეთა-მთიანეთის მხარეში პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2004 წელს საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა დეპარტამენტის თავმჯდომარე; 2004-2005წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი:" ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2010-2012წწ. სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის მოადგილე. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015/კობა ამირხანაშვილი.- თბ., 2015.- გვ. 271; საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო: msy.gov.ge ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |