შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ბადრი ნანეტაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ქარელი. დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1989 წელს; თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი. 1981-1988წწ. გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტი" გორის სმმკ-2, მუშა; 1983-1985წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1989-1990წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მარტენის საამქროს ჩამომსხმელი; 1990 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ორთქლმავალმომარაგების საამქროს ჩამსხმელ-ჩამომსხმელი; 1990-1992წწ. ფირმა "სინემა", დირექტორის მოადგილე; 1992-1994წწ. ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა "სინემა", მენეჯერ-დირექტორი; 1996-2003წწ. შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2010წწ. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე.
წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 272 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |