The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ბადრი ნანეტაშვილი

ბადრი ნანეტაშვილი
დაბადების თარიღი:18 ივნისი, 1964  (59 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, ინჟინერი, პოლიტიკოსი, ჟურნალისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქარელი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიული ფაკულტეტი 1989 წელს; თბილისის ჟურნალისტიკისა და სამართლის ინსტიტუტი.

1981-1988წწ.  გაერთიანება "საქსოფლმონტაჟკომპლექტი" გორის სმმკ-2, მუშა; 1983-1985წწ. სამხედრო სავალდებულო სამსახური; 1989-1990წწ. რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, მარტენის საამქროს ჩამომსხმელი; 1990 წელს რუსთავის მეტალურგიული ქარხანა, ორთქლმავალმომარაგების საამქროს ჩამსხმელ-ჩამომსხმელი; 1990-1992წწ. ფირმა "სინემა", დირექტორის მოადგილე; 1992-1994წწ. ერთი პირის მრავალდარგოვანი ფირმა "სინემა", მენეჯერ-დირექტორი; 1996-2003წწ.  შპს ტელე-რადიო კომპანია "თრიალეთის" გენერალური დირექტორი; 2003-2004წწ. შიდა ქართლში საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე; 2004-2006წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2008-2010წწ. შიდა ქართლში პრეზიდენტის რწმუნებულ-გუბერნატორის მოადგილე.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 272

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტი, წევრი (2004-2006)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2004-2006)

გააზიარე: