The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თენგიზ ზუხბაია

თენგიზ ზუხბაია
Date of birth:17 May, 1947
Date of death:13 July, 2022  (at 75 years)
Category:Medical Doctor, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. გალი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის პედიატრიული ფაკულტეტი 1971 წელს.

1971–1974წწ. იყო რუსთავის ბავშვთა მეორე პოლოკლინიკის ქირურგი; 1974–1975წწ. მუშაობდა საქართველოს ჯანდაცვის ონკოლოგიის ინსტიტუტში; 1975–1977წწ. ორდინატურა გაიარა მოსკოვში, საკავშირო ონკოლოგიურ ცენტრში; 1977–1980წწ. დაამთავრა ამავე ცენტრის ასპირანტურა ბავშვთა ონკოლოგიის განხრით; 1980-1982წწ. ქ. თბილისი, ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ქირურგიული განყოფილების უმცროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1983 - ქ. თბილისის ონკოლოგიის ნაციონალური ცენტრის ბავშვთა განყოფილების უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 2005 წლიდან თბილისის საერო უნივერსიტეტი "მეტეხი" – სამედიცინო დეპარტამენტის უფროსი; 2012 - ქ. ბაქო, ონკოლოგიის სამეცნიერო ცენტრი, ბავშვთა ონკო-ჰემატოლოგიური კლინიკის ხელმძღვანელი. 2016 წ. – დღემდე – მაღალი სამედიცინო ტექნოლოგიების ცენტრი, საუნივერსიტეტო კლინიკა (ინგოროყვას კლინიკა) ბავშვთა ონკოქირურგიული დეპარტამენტის ხელმძღვანელი. 2016 წლიდან ბავშვთა საავადმყოფო "ბავშვთა ახალი კლინიკა" –კონსულტანტი. ატარებს ყველა სახის ოპერაციებს, მათ შორის ჰემანგიომებზე, ლიმფანგიომებზე, კანისა და რბილი ქსოვილებისა და ძვლების კეთილთვისებიანი სიმსივნეების დროს, როგორც ბავშვებში, ისე მოზრდილებში. ავტორია 70 სამეცნიერო ნაშრომის. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (2004), სრული პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "სათესლე ჯირკვლის სიმსივნეები ბავშვებში", დაიცვა 1980 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.113; vipmed.geambebi.ge

Member of Organizations

  • ევროპის ონკოლოგთა საზოგადოების (ESMO), წევრი (2010-)
  • კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის ეროვნული ასოციაცია, საპატიო წევრი (1999-)
  • საქართველოს ბავშვთა ქირურგთა საზოგადოება, წევრი (1982-)
  • საქართველოს ონკოლოგთა საზოგადოება, წევრი (1980-)

Awards and Honors

  • 1997 - ჯანდაცვის სამინისტროს ქების სიგელი

Share: