The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუკის გვერდზე



რევაზ თაბუკაშვილი

დაბადების თარიღი:2 იანვარი, 1949  (68 წლის)
კატეგორია:ექიმი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1972 წელს.

1972–1975წწ. ოყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის ბიოქიმიის კათედრის ასპირანტი; 1975–1980წწ. ასისტენტი; 1980–1990წწ. შინაგან სნეულებათა პროპედევტიკის კათედრის ასისტენტი; 1990–1992წწ. დოცენტი, პროფესორი(1992); 1994 წლიდან ამავე კათედრის გამგე. ავტორია 54 სამეცნიერო ნაშრომის. არის სხვადასხვა საზოგადოების და ასოციაციის წევრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "აჩქარების გავლენა ზოგიერთი ფერმენტის აქტიობაზე თავის ტვინის სხვადასხვა ნაწილში სქესობრივად მოუმზადებელ და ზრდასრულ ცხოველში", დაიცვა 1979 წელს.

სადოქტორო დისერტაციის თემა - "ზოგიერთი ექსტრემალური ფაქტორისა და მათი კომბინაციების ბიოლოგიური ეფექტების მექანიზმები დიზოსომების როლის შესახებ", დაიცვა 1990 წელს.

 წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.114


გააზიარე: