შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ჯიმშერ ანთელავა![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1949 წელს. 1955–1958 წლებში მუშაობდა მოსკოვის I სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრაზე. 1963–1967 წლებში იყო თბილისის, ხოლო 1973–1980 წლებში საქართველოს ჯანმრთელობის დაცვის სამინისტროს მთავარი ოფთალმოლოგი. 1972 წლიდან ხელმძღვანელობდა ექიმთა დახელოვნების თბილისის ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრას. 1974–1987 წლებში იყო საქართველოს მიკროქირურგიის ცენტრის, ხოლო 1979–1987 წლებში ოფთალმოლოგიური ცენტრის ხელმძღვანელი. მან შეისწავლა კოლაგენოპლასტიკა თვალის რეკონსტრუქციულ ქირურგიაში, კვანტურ თერაპია ულტრაიისფერი სხივებისა და ლაზერის დასხივებით. მისი ხელმძღვანელობით დაინერგა ოპერაციების ახალი მეთოდები ბადურა გარსის ჩამოცლის, დიაბეტური რეტინოპათიისა და გლაუკომის დროს, აგრეთვე ვ. ფიოდოროვის მიერ შემუშავებული ხელოვნური ბროლის გადანერგვის ოპერაცია. მისი ინიციატივით აშენდა ახალი რესპუბლიკური თვალის სნეულებათა საავადმყოფო, რომლის ბაზაზე შეიქმნა რესპუბლიკის ოფთალმოლოგიური ცენტრი. მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965), ოფთალმოლოგი. წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.I.–თბ., 1997.–გვ.158; საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.147; geonecropol.com ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
ჯილდოები, პრემიები და პრიზები
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |