შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლაშა ნაცვლიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ლაგოდეხი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი 1990 წელს. 1985-1987წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1990 წელს საქართველოს პროკურატურა; 1999-2001წწ. საქართველოს სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახური, განყოფილების უფროსი, სამსახურის უფროსის აპარატის უფროსი, სამმართველოს უფროსი, საჯარო სამართლის იურიდიული პირი "სახელისუფლებო სპეციალური კავშირების" უფროსი; 2001-2003წწ. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის მოადგილე; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №15 ლაგოდეხის საარჩევნო ოლქიდან; 2011-2012წწ. საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი, დეპარტამენტის უფროსი; 2012 წელს საქართველოს მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით; 2012 წელს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე. 2012-2013წწ. საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე; "ქართული ოცნების" კონსულტანტი საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში. გენერალ-მაიორი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 274 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |