შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
მანანა ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1978 წელს. 1972-1974წწ. თბილისის პირველი მაისის რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილება, მსროლელი; 1974-1976წწ. თბილისის მაუდ-კამვოლის კომბინატი "საბჭოთა საქართველო", არქივის გამგე; 1978-1980წწ. თბილისის პირველი მაისის რაიონის არასაუწყებო დაცვის განყოფილება, კადრების ინსპექტორი; 1980 წელს ს/გ "თბილლუდი", დამხმარე მუშა; 1980-1983წწ. N111 პტს ალკკ კომიტეტი, მდივანი; 1983-1984წწ. საქართველოს ალკკ ცენტრალური კომიტეტის ინსტრუქტორი; 1984-1986წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომი, ინსტრუქტორი, განყოფილების გამგის მოადგილე; 1986-1991წწ. საქართველოს კპ თბილისის პირველი მაისის რაიკომის იდეოლოგიის განყოფილების გამგე; 1995-1996წწ. თბილისის მერია, ანალიზის და პროგნოზირების ცენტრის ხელმძღვანელი; 1996-2000წწ. საქართველოს სახელმწიფო კანცელარია, სახელმწიფო მრჩეველი, სამსახურის უფროსის მოადგილე; 2000-2002წწ. ს/ს "თბილკრედიტბანკი", დეპარტამენტის დირექტორი; 2002-2004წწ. ა/გ "ახალი მემარჯვენეები"- აღმასრულებელი მდივანი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "მემარჯვენე ოპოზიცია, მრეწველები, ახლები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 275 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |