შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნიკოლოზ ნაჭყებია![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მრეწველობის ეკონომიკა 1995 წელს. 1989-1991წწ. თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო N2 სამმართველოს ბეტონის დამამზადებელი; 1990-1992წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1991-1994წწ. კონდენცირებისა და ვენტილაციის სპეციალიზებული გამმართველი სამმართველოს მე-2 თანრიგის ზეინკალი; 1994-1996წწ. ავიაკომპანია "მიმინოს" კონტროლიორ-მაგისტრატორი; 1996-1997წწ. თბილისის საკუთრების დაცვის პოლიციის მომარაგების აგენტი; 1997-2000წწ. საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სახაზინო სამსახურის ინჟინერ-ინსპექტორი; 2000-2003წწ. შსს ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2003 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ც/ოფისი, რეგიონალური სამსახურის სამეგრელო–ზემო სვანეთის ინსპექტორი; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 275 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |