The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ნიკოლოზ ნაჭყებია

ნიკოლოზ ნაჭყებია
დაბადების თარიღი:20 ნოემბერი, 1972  (51 წლის)
კატეგორია:ეკონომისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკის ფაკულტეტი სპეციალობით მრეწველობის ეკონომიკა 1995 წელს.

1989-1991წწ. თბილისის სამშენებლო-სამონტაჟო N2 სამმართველოს ბეტონის დამამზადებელი; 1990-1992წწ. სავალდებულო სამხედრო სამსახური; 1991-1994წწ. კონდენცირებისა და ვენტილაციის სპეციალიზებული გამმართველი სამმართველოს მე-2 თანრიგის ზეინკალი; 1994-1996წწ. ავიაკომპანია "მიმინოს" კონტროლიორ-მაგისტრატორი; 1996-1997წწ. თბილისის საკუთრების დაცვის პოლიციის მომარაგების აგენტი; 1997-2000წწ. საქართველოს შსს მატერიალურ-ტექნიკური და ფინანსური უზრუნველყოფის დეპარტამენტის სახაზინო სამსახურის ინჟინერ-ინსპექტორი; 2000-2003წწ. შსს ისანი-სამგორის დაცვის პოლიციის სამმართველოს უფროსი ინსპექტორი; 2003 წელს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ც/ოფისი, რეგიონალური სამსახურის სამეგრელო–ზემო სვანეთის ინსპექტორი; 2005-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 275

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის რეგიონული პოლიტიკის, თვითმმართველობისა და მაღალმთიანი რეგიონების კომიტეტი, წევრი (2005-2008)
  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა-დემოკრატები", წევრი (2005-2008)

გააზიარე: