The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მიტროპოლიტი დავითი

მიტროპოლიტი დავითი
ოფიციალური სახელი:ირაკლი მახარაძე
დაბადების თარიღი:3 თებერვალი, 1960  (64 წლის)
კატეგორია:სასულიერო პირი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის არქიტექტურის ფაკულტეტი 1981 წელს.

1981-1983წწ. მუშაობდა "ქართულ ფილმში" და ძეგლთა დაცვის სამმართველოში; 1984 წლიდან არის გარეჯის მუზეუ–ნაკრძალის უფროსი მეცნიერ თანამშრომელი; 1988 წლის 23 ნოემბერს იგი დიაკვნად აკურთხეს, ამავე წლის 25 დეკემბერს კი – მღვდლად, რის შემდეგაც დაინიშნა გარეჯის მონასტრისა და ფერისცვალების ეკლესიის წინამძღვრად; 1991 წლის 28 ოქტომბერს ბერად აღიკვეცა; 1992 წლიდან 1993 წლის 28 აგვისტომდე განაგებდა ბოდბის ეპარქიას; 1992-1993წწ. ხელმძღვანელობდა საპატრიარქოს საგარეო საქმეთა განყოფილებას, ხოლო 1993 წლის სექტემბრიდან ალავერდის ეპარქიის მღვდელმთავრად დაადგინეს; 1996 წლის 25 დეკემბერს მთავარეპისკოპოსის, ხოლო 2000 წლის 28 ნოემბერს მიტროპოლიტის ხარისხი; 1986-1987წწ. სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა კურთხევით მან მოამზადა მაკეტი და დაიწყო სახარების ნუსხურად გადაწერა ეტრატზე(ხბოს ტყავი, ზომა 150 სმ X 80 სმ); მისი ხელნაწერია თბილისის სამების საპატრიარქო ტაძარში დაბრძანებული ოქროჭედული ოთხთავის მათეს სახარება და მარკოზის სახარების ნაწილი; 2010 წლის 24 ოქტომბერს კონკურსის "არქიტექტურული პრემია 2010-ის" ნომინაციაში "რესტავრაცია–რეკონსტრუქცია" გაიმარჯვა პროექტმა "ალავერდის მონასტრის მარანი", რომელიც მისი უშუალო ხელმძღვანელობით განხორციელდა.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.291; საქართველოს საპატრიარქოს ვებგვერდი: patriarchate.ge

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • გალობის ცენტრი, თავმჯდომარე (2006-)
  • საპატრიარქოს სოფლის მეურნეობის განვითარების ცენტრი, თავმჯდომარე
  • საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭო, თავმჯდომარე (1988-)
  • საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების, ხელოვნებისა და რესტავრაციის ცენტრი, თავმჯდომარე (2003-)

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2008 - წმინდა გიორგის ორდენი

გააზიარე: