The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



დავით უფლისწული

დაბადების თარიღი:1595
გარდაცვ. თარიღი:1609  (14 წლის ასაკში)
კატეგორია:სამეფო ოჯახის წევრი

ბიოგრაფია

ქართლის მეფის გიორგი X–ის ძე; 1600 წელს ოსმალეთის მიერ სიმონ I-ის დატყვევების შემდეგ გიორგი X–მ სიმონის გასათავისუფლებლად ძვირფასი გამოსასყიდით ელჩობა გაგზავნა სტამბოლში; მის შემადგენლობაში იყვნენ მცირეწლოვანი დავით უფლისწული და მისი და გულჩარა; იმ დროს, როდესაც ქართველები სტამბოლში ჩავიდნენ, მდგომარეობა მეტად გართულდა; 1603 წელს დაიწყო ირან–ოსმალეთის ომი, ქართლი და კახეთი ირანის მოკავშირეები იყვნენ; გულჩარამ სცადა ირან–ოსმალეთს შორის შუამავლობა გაეწია და ამით მიეღწია საწადელისთვის; ამავე დროს ქართველები შეეცადნენ დიდი გავლენის მქონე საფრანგეთის ელჩის დე სალენიაკის დახმარებით გაეთავისუფლებინათ სიმონი; 1609 წლის 2 ნოემბერს დე სალენიაკმა საფრანგეთის მეფეს აცნობა ეს ამბავი და ასე დაახასიათა ქართველი უფლისწული: "ეს ახალგაზრდა ვაჟი ჯერ კიდევ არ არის 14 წლისა, მაგრამ მეტად ჭკვიანი და კეთილი ბუნებისაა"; შემდეგ ელჩი იუწყებოდა, რომ იმ ხანებში ოსმალებმა ტყვედ ჩაიგდეს ესპანელი უფლისწული და როცა მას გამაჰმადიანება შესთავაზეს, იგი ადვილად დათანხმდა; ამით წახალისებულმა სულთანმა დავით უფლისწულის გამაჰმადიანებაც გადაწყვიტა, ძვირფასი ტანსაცმელი და საჩუქრები მიართვა მას, მაგრამ დავით უფლისწულმა განაცხადა, რომ თავს მოიკლავდა და არ გამაჰმადიანდებოდა; დავით უფლისწულის შემდგომი ბედი უცნობია.

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.292


გააზიარე: