შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
თენგიზ ოქროცვარიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი პატარძეული, საგარეჯიოს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ვაჭრობის ეკონომიკისა და საქონელმცოდნეობის ფაკულტეტი 1976 წელს. 1976-1979წწ. საგარეჯოს რაიონის სოფელ პატარძეულის მეცხვარეობის მეურნეობის მთავარი ეკონომისტი; 1979-1993წწ. საქართველოს ვაჭრობის სამინისტრო, რევიზორი, უფროსი კატეგორიის რევიზორი, წამყვანი რევიზორი; 1993-1994წწ. საქართველოს კონტროლის პალატა, ინსპექტორი; 1994-1997წწ. კახეთის რეგიონის კონტროლის პალატის თავმჯდომარის მოადგილე; 1997-2003წწ. საგარეჯოს რაიონის გამგებელი; 2004-2008წწ. საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "ახალი საქართველოსთვის", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №11 საგარეჯოს საარჩევნო ოლქიდან. წყარო: საქარტველოს პარლამენტის ვებგვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 283 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |