შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ირაკლი ოქრუაშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი. დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს. 2002 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას; 2001-2002წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში; 22.04.2004 - 07.05.2004 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №32 გორის საარჩევნო ოლქიდან, შეუწყდა დეპუტატობა სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო; საქართველოს გენერალური პროკურორი (2004); შინაგან საქმეთა მინისტრი (2004); 2004-2006წწ. თავდაცვის მინისტრი; 2006-2007წწ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი. წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.ge; საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 284 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |