The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ირაკლი ოქრუაშვილი

ირაკლი ოქრუაშვილი
დაბადების თარიღი:6 ნოემბერი, 1973  (50 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ცხინვალი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო სამართლისა და საერთაშორისო ურთიერთობების ფაკულტეტი 1995 წელს.

2002 წლამდე ეწეოდა საადვოკატო საქმიანობას; 2001-2002წწ. საქართველოს იუსტიციის მინისტრის მოადგილე; 2002-2003წწ. ქ. თბილისის საკრებულოს წევრი; 2003-2004წწ. საქართველოს პრეზიდენტის სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის რეგიონში; 22.04.2004 - 07.05.2004 საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკი: "სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა", საარჩევნო ფორმა: მაჟორიტარული, მაჟორიტარი №32 გორის საარჩევნო ოლქიდან, შეუწყდა დეპუტატობა სხვა თანამდებობაზე დანიშვნის გამო; საქართველოს გენერალური პროკურორი (2004); შინაგან საქმეთა მინისტრი (2004); 2004-2006წწ. თავდაცვის მინისტრი; 2006-2007წწ. ეკონომიკური განვითარების მინისტრი.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ვებ-გვერდი: parliament.geსაქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015 / კობა ამირხანაშვილი.- თბ.-2015.-გვ. 284

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს მე-6 მოწვევის პარლამენტი, წევრი (2004-2004)

გააზიარე: