The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



დავით ქსნის ერისთავი

Date of birth:17??
Date of death:1774
Category:Nobleman

Biography

ერისთავი 1753-1774 წლებში; მხარს უჭერდა თეიმურაზ II-სა ერეკლე II-ს. თავი გამოიჩინა ხუნძახის ბატონის ნურსალ-ბეგის წინააღმდეგ მჭადიჯვრის (1754) და ყვარლის (1755) ბრძოლებში. 1755 წელს მონაწილეობდა ერეკლე II-ის ლაშქრობაში გამდგარი ხევსურეთის წინააღმდეგ. 1758 წლის 10 ოქტომბერს მეფე თეიმურაზ II-მ დავითს, მის შვილს შალვას და მის ძმებს, ბეგლარს და იესე-აღა-ბაბას, სოფელი თიღვა უბოძა. შემდეგში, როგორც ჩანს, თანაუგრძნობდა ერეკლე II-ის ოპოზიციას, 1770 წელს მეფესთან დააბეზღეს როგორც მოღალატე, მაგრამ თავი გაიმართლა. ლარგვისში აუგია წმ. თეოდორე ტირონის სახელობის ეკლესია. ცოლად ჰყავდა თინათინ მაჩაბელი (ჩანს 1810 წ.).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.293


Share: