შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ლიანა დავლიანიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის აღმოსავლეთმცოდნეობის ფაკულტეტი 1952 წელს. 1954-1955წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვარძიის მუზეუმ–ნაკრძალში; 1956-1990წწ. ი. ჯავახიშვილის სახელობის ისტორიის და ეთნოლოგიის ინსტიტუტში; 1990-2006წწ. საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში; კითხულობდა საქართველოს ისტორიის კურსს (უძველესი დროიდან XIX ს–მდე); შეისწავლა და გამოაქვეყნა თმოგვის ციხის მიდამოების სომხური ეპიგრაფიული ძეგლები (1959); თარგმნილი და გამოქვეყნებული აქვს სომხური საისტორიო მწერლობის არაერთი მნიშვნელოვანი ძეგლი შესავალი წერილითა და შენიშვნებით: მხითარ გოშის "ალვანეთის ქრონიკა" (1968), ზაქარია აგულეცის "დღიური" (1979), იაკობ შემახელის "თამაზ ყულიხანის ლაშქრობანი"(1978), აბრამ ერევანცის "ომების ისტორია" (1976); აქვს მხატვრული თარგმანიც; ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1990), პროფესორი (1992). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.293 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |