შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ვალერიან დათუკიშვილი![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1946 წელს. 1953-1960წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტს; 1983-2991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტ–ეკონომიის კათედრას; 1960-1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1991-2005წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ; მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტეკონომიისა და მრეწველობის ეკონომიურ პრობლემებს; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970). წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.296; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212 ჯილდოები, პრემიები და პრიზები
ბიბლიოგრაფია
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |