The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვალერიან დათუკიშვილი

დაბადების თარიღი:15 ივნისი, 1922
გარდაცვ. თარიღი:21 მაისი, 2011  (88 წლის ასაკში)
კატეგორია:ეკონომისტი, მეცნიერი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი არბოშიკი, დედოფლისწყაროს რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიური ფაკულტეტი 1946 წელს.

1953-1960წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ზოოტექნიკურ–სავეტერინარო ინსტიტუტს; 1983-2991წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის პოლიტ–ეკონომიის კათედრას; 1960-1983წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პოლიტეკონომიის კათედრის დოცენტი, პროფესორი; 1991-2005წწ. მუშაობდა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის პ. გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტში მთავარ მეცნიერ თანამშრომლად, განყოფილების გამგედ; მისი სამეცნიერო შრომები ეხება პოლიტეკონომიისა და მრეწველობის ეკონომიურ პრობლემებს; არის II მსოფლიო ომის მონაწილე; მიღებული აქვს სახელმწიფო ჯილდოები; ეკონომიკურ მეცნიერებათა დოქტორი (1968), პროფესორი (1970).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ.2. – თბ., 2012. – გვ.296; წიგნი ღირსებისა: ტ. 5/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.212

ჯილდოები, პრემიები და პრიზები

  • 2000 - ღირსების ორდენი

ბიბლიოგრაფია


გააზიარე: