შესვლა |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
დასაწყისიკატეგორიები |
ძიება საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ. ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკა. პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო. |
ნინო თავბერიძე![]()
ბიოგრაფიადაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი 1974 წელს. 1974–1976წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის კლინიკური ორდინატორი; 1976–1978წწ. მუშაობდა მე–3 სამედიცინო სასწავლებელში; 1976–1978წწ. რესპუბლიკურ ცენტრალურ საავადმყოფოში ექიმ–ორდინატორად; 1978–1981წწ. იყო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის თვალის სნეულებათა კათედრის ასპირანტი; 1998 წლიდან კი – დოცენტი. ავტორია 21 სამეცნიერო ნაშრომის, ხელმძღვანელობს სტუდენტთა სამეცნიერო თემათა დამუშავებას. ექიმი–ოფთალმოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა კანდიდატი. საკანდიდატო დისერტაციის თემა -"თვალის წინა მონაკვეთის ფლუროესცენანგიოგრაფიული გამოკვლევები ეპისკლერალურ და ზოგად ვენურ წნევასთან შეპირისპირებაში ავადმყოფებში პირველადი ღია კუთხიანი გლაუკომით", დაიცვა 1983 წელს. წყარო: ვინ ვინაა თანამედროვე ქართულ სამედიცინო მეცნიერებაში : თანამედროვე ქართველ მედიკოსთა ბიოგრაფიული ენციკლოპედია. - თბ.,.- 2000.-გვ.115 ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |